Sunday, November 11, 2018

მთვარე და ექვსპენიანი


"მე მგონი,მთავარია,ხელოვანს საკუთარი "მე" გააჩნდეს და, თუკი ეს "მე" სხვისას არა ჰგავს,მზადა ვარ ყველანაირი შეცდომა შევუნდო."




"ამქვეყნად არაფერი არ არის ახალი."ახალი აღთქმა" ჯერ კიდევ მაშინ იყო მოძველებული,როდესაც ნინევია თავისი ძლიერების ზენიტზე იდგა. გაბედული სიტყვა,რომელიც მთქმელს ახალი ჰგონია,ერთი ასჯერ მაინც არის ნათქვამი და თანაც ზუსტად ისეთივე ინტონაციით. ქანქარა წინ და უკან ქანაობს.მოძრაობა ყოველთვის წრიულია. "






"მათ მეტისმეტად ბევრი იციან,მაგრამ მეტისმეტად ზერელდ შეიგრძნობენ ყველაფერს. მათი ვნება,ცოტა არ იყოს,დუნე მეჩვენება,მათი ოცნებები კი - მოსაწყენი. მე ისინი არ მომწონს.მე სხვა კუნძულზე ვარ დარჩენილი.მე კვლავ გავაგრძელებ დიდაქტიკური თხზულებების წერას გარითმული მრჩობლედით,მაგრამ სამგზის სულელი ვიქნები,თუ ამით მარტო ჩემი თავის კი არა,სხვების გართობასაც მოვინდომებ."





"ასე იოლად მოსაპოვებელი ბედნიერება მაშინებდა და მაფიქრიანებდა."



"აი,ისიც აქ არის და სხვებთან ერთად უვლის სამხრეთულ,მკვირცხლ ცეკვას. ზევიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებს,ირგვლივ კი უკიდეგანო წყნარი ოკეანეა"


Wednesday, October 24, 2018

Brighter Wounds





ლელა,ვიცი რომ ვარღვევ ამ პირობებს მაგრამ რა ვქნა არ მეწერება ბოლო დროს ყოველდღიურად. 24 მაისია ახლა და რომში მივდივარ,8-ზე გავიღვიძე დღეს,საბოლოოდ ჩავლაგდი და ახლა ქუთაისის  აეროპორტში ვარ.მეცინება მაგრამ რიკოთზე ქართული ესთეტიკა იგრძნობა ცოტათი.მომწონს და მახალისებს ეგეთობები.
ფანჯარასთან ვზივარ და რამდენიმე წუთში ავფრინდები
ჰაერში ვარ ! და ჯერ კიდევ ავდივართ და ავდივართ. 80 000 კილომეტრი ოღონდ ჰაერს მაღლა.

რა თქმა უნდა არ ვარ მაგ სიმაღლეზე მაგრამ მაღლა ვარ !
რომში მივდიართ მხოლოდ ფლორენცია გადავიფიქრეთ,რომიდან იქ მგზავრობას დიდი დრო მიაქვს და არ გვაქვს ეგ დრო.
მოკლედ ასეთი ამბებია. თვალები მიჭრელდება ფანჯრიდან რომ ვიხედები და ახლა თან აქ ვწერ და თან ბრმა წერტილით ვხედავ ლურჯს და თეთრს.

ოდნავ როგორც კი ვაჩვევ თვალს ულამაზესია.

ახლა სურათებს ვიღებდი და ნელნელა სულ წაიშალა თეთრი ფერი.  პატარა კუნძულებივით ჩანს ღრუბლები.კარგი სურათები გამოდის ჯერჯერობით,იმედია პირს არ შეიცვლიან ჩემი აპარატები.
უკვე სამმა თვითმფრინავმა ჩაგვიფრინა

"სტიუარდესა" გოგოები არ არიან ლამაზები. ბიჭი ნორმალურია მაგრამ საწყალია რაღაცნაირად. და ეს ბიჭი ახლა პარფიუმერიის რეკლამას აკეთებს.

და იცი რა არის უჩვეულო ახლა ?
ვუყურებ ამ ტერიტორიას და ვერ ვიაზრებ ბოლომდე რომ ახლა რაღაც აბსოლუტურად უცხოს თავზე ვარ და 2 საათში თავზეც აღარ ვიქნები,ფეხს დავდგამ. ანუ ვერ ვიაზრებ რომ ეს თბილისი არ არის სადაც ბევრი ქუჩები ვიცი და მარშრუტები. 24 ნომერ ავტობუსში რომ ერთი ძაან ლამაზი გოგო ამოდის 7-ის წუთებზე და სულ ვაკვირდები იმ ქალაქში აღარ ვარ ახლა.არადა არ მეგონა თუ ასე ვიფიქრებდი. მაგრამ ახლა რომ ვიაზრებ რომ იქ სულ სხვა ამბები ტრიალებს,ისინი 'სხვა დროზე არიან',სხვა დროზე ან სხვა დროით ცხოვრობენ,უცნაურად ვგრძნობ თავს. მაგრამ სასიამოვნოდ უჩვეულოდ და არა უსიამოვნოდ უჩვეულოდ. ერთი სიტყვით სიახლის განცდაა.

ახლა ძალიან 'აფოფრილია' ღრუბლები.
დაახლოებით როგორი განცდაა იცი ?
ნუ არა,დაახლოებითაც ვერ მივა მაგ განცდამდე,მაგრამ ჩემ საყვარელ SCI-FI მოთხრობებში რომ მიდიან ძალიან ზე პერსონაჟები მერკურზე ან ნეპტუნზე ან სადმე სხვა გალაქტიკაში.
ახლა რომ მახსენდება აზიმოვი როგორ აღწერდა ამას ( აზიმოვი ჩემთვის მეორე საი ფაი ავტორი იყო ) სულ ცოტათი მესმის პერსონაჟების. მე უცხო ქვეყანაში მივდივარ,ისინი კიდევ დღემდე უკაცრიელ პლანეტებზე.
 და უცხო ქვეყანაში წასვლა ხომ ასეთი უცხო და აღმაფრთოვანებელია და პერსონაჟებს რა დაემართებოდათ ? რა კვალს დატოვებდა ადამიანის ცნობიერზე და მეხსიერებაზე მერკური და ვენერა? თავისი გრავიტაციის სხვაობებით და აირების შემცველობით.
 მოკლედ ახლა უკეთ მესმის.

რამდენჯერაც მოვიცლი,სულ დავწერ ხოლმე.
ფანჯრის მინას ფანტელები მიეკრო მთვარე კიდევ ძალიან ლამაზია. აზიმოვი დაახასიათებდა კარგად.

სულ Son Lux-ს ვუსმენ და ამასობაში აღმოვაჩინე რომ ყველა საყვარელ მუსიკას ვერ მოუსმენ თვითმფრინავში. ზოგი ისმინება ცაში ზოგი ვერა. 


https://www.youtube.com/watch?v=eeyKU8wGCd4




Tuesday, July 3, 2018

დავიწყებული ამბავი


ახალგაზრდობაში,რამდენჯერაც ფრანგ სტუდენტებს გადავაწყდებოდი,იმდენჯერ მივყვებოდი უკან,საფრანგეთში,რომ ისევ მომესმინა ფრანგული
.

Sunday, June 10, 2018

გაცოცხლებული ლიტერატურა

სანამ ამბავს წაიკითხავდეთ,იცოდეთ რომ მე არ ვარ ის ბლოგერი რომელიც სწორ სიტყვებს ფლობს,ლამაზად ათამაშებს წინადადებებს და ისე ამბობს სათქმელს. ფურცელზე წერისასაც იგივე პრობლემა იჩენს თავს - ამბავს ყოველთვის ირიბი სიტყვებით ვყვები,ზუსტი მახასიათებელი კიდევ თითქოს ჩემს წინაა,მაგრამ მაინც ვერ ვწვდები. თუმცა არის ამაში  ერთი ძალიან კარგი რამ - ეს პრობლემა მეხმარება წერისას ადამიანები უკეთესად წარმოვიდგინო,მხოლოდ მე ხომ არ მაქვს ეს პრობლემა,და ამ სიტყვადაკარგულ ადამიანებთან ერთად ვეძებო ზუსტი მახასიათებლები,ისტორიის,საკუთარი თავის. თუმცა უფრო მეტად იმის საშუალებას მაძლევს ეს  პრობლემა, რომ წინადადებების კითხვისას ავტორის სახე გავფილტრო,და თვითონ იმ ადამიანს გავეცნო,წარმოვიდგინო როგორ იპოვის ნელნელა სწორ სიტყვებს და როგორი გახდება,საითკენ წაიყვანს თავის ცხოვრებას,განვითარების ყველა შესაძლებელი ვარიანტი ჩამოვაყალიბო გონებაში. ერთხელ ესეთი ამბავი გადამხდა თავს - მე ხომ დღიურები ძალიან მიყვარს,და შემთხვევით ვიღაცის პირადი დღიური ვიპოვე. რთულია კარგად დაწერილი დღიურის პოვნა,მაგრამ მე ძალიან მომეწონა რომ წარმოვიდგინე როგორ  შეიძლებოდა მისი ავტორი განვითარებულიყო. თან დღიურის პოვნა,თვითონ ფაქტი ძალიან ფილმურია,არა ? ფილმებიც ცოცხლდებიან ხოლმე. მაგრამ ახლა ლიტერატურის გაცოცხლებას უნდა შეესწროთ ფესტივალის დღეებში,და ეს იმიტომ მოვაყოლე ამბავს რომ მეთქვა - ძალაინ კარგ ამბავზე ვყვები ახლა,ლიტერატურიდან ამოღებულ,მაგრამ არც ისე კარგად დაწერილს. უბრალოდ ეს ამბავია,რისი მოწოდებაც მინდა, და 15 წუთში ამაზე უკეთესაც ვერ დავწერე. ძალიან მიყვარს ეს ისტორია



9 დღის წინანდელ ამბავს ვყვები -
პირველი ივნისია,გარეთ 30 გრადუსია,მე კიდე ვზივარ სახლში სიცხიანი და გადაღლილი. კვირას ფესტივალზე წასვლას ვგეგმავდი,დანარჩენი დღეები კიდევ არაფერი მქონდა საკეთებელი. დავძრწივარ ინტერნეტში და ბათუმის კატალოგი ამომიგდო ფბმ. შევდივარ და რას ვხედავ ? ლავკრაფტის სამივე წიგნი 22 ლარად,მხოლოდ დღეს,ერთი საათის განმავლობაში. შუადღე იყო და ვიფიქრე,არ გამომრჩეს დრო რომ  მოვასწრო გასვლა და ყიდვა მეთქი,6-ის მერე აღარ იქნებიან მეთქი. ეს რომ ხელმეორედ გამახსენდა,ექვსს უკლდა წუთები,და ჩემ თავზე გაბრაზებული,უცბად ავდექი,კურტკა ჩავიცვი და გავედი აწ უკვე ზაფხულის თვეს ქუჩაში. ტელეფონი სიჩქარეში დამავიწყდა,არც ვიცოდი მივუსწარი თუ ვერა,(ვერა) მაგრამ მაინც ვიკითხე,ლავკრაფტზე რომ აქცია გქონდათ კიდევ თუ არის თქო ძალაში. არაო,მარა დაიკიდე,მოგიტან სამივეს ახლავეო. მომიტანა ჩემი ნანატრი წიგნები,მე კიდევ ვერ გამოვხატავ რამდენად მადლიერი ვიყავი იმ ენერგიული და კეთილი უცნობის. ვაძლევდი ფულს,სამი ხუთ ლარიანი და უამრავი ხურდები მქონდა, 15 ლარი მივეცი და ხურდებს ვითვლი,ვითვლი და ვაძლევ,მერე მავიწყდება რამდენი მივეცი. მოვდივარ მადლიერი,სტენდებს ვათვალიერებ ზედაპირულად,ნაირ-ნაირი წიგნებია და უამრავი ლამაზი ბლოკნოტი,მაგრამ საშინლად მოთენთილი მაქვს და ყურადღებით ვერაფერს ვათვალიერებ. და როცა უკვე გაჩერებაზე ვდგავარ,სახლის გზაზე მომავალი,ავტობუსს ველოდები და რენდოლფ კარტერის ჩვენებას ვათვალიერებ - ყდას ვაკვირდები, მთარგმენელებს,დიზაინერებს,დასაწყისს ვკითხულობ და უცბად ვამჩნევ,რომ ჩემ წინ ერთი ბიჭი დგას და ინტერესით მიყურებს, ხან ერთ მხარეს გადახრის თავს წიგნის დასანახად ხან მეორე. როცა ტრანსპორტში,ქუჩაში ან სადმე ვიღაცას წიგნის ხელში ვხედავ,მეც იგივეს ვაკეთებ - სანამ კისერს არ მოვიმტვრევ მანამდე ვატრიალებ თავს რომ გავიგო რამენაირად რა წიგნია. გამეღიმა და ავწიე წიგნი და ყდაზე ვაჩვენე,ის კიდევ ზუსტად იგივენაირ მაიკას მაჩვენებს. ლავკრაფტის გადარეული ფანი და რამდენიმე მოთხრობის მთარგმნელი !
ასე ცოცხლდება ხოლმე ლიტერატურა ხანდახან

Sunday, April 29, 2018

არ ვიცი



30 აპრილს ერთი წელი შესრულდება რაც ეს ბლოგი შევქმენი და პირველი პოსტი დავდეგამახსენდა ეგ და გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი მომესწრო 1 წლამდე ( ვინმე შემომთავაზებდა 30 აპრილს დაგედო მეორეცო მაგრამ საშინლად შაბლონურია ) და რა თქმა უნდა იქამდე არ მოვიცალე საწერად სანამ ცოტაღა უკლდა 30 აპრილის შესრულებას
(00:01-ზე დედლაინი მქონდა,დედლაინამდე კიდევ უამრავი თავისუფალი დრო,მაგრამ რა ჯობია იმას 1 საათით ადრე რომ დაჯდები საწერად და თავგანწირულად აწკაპუნებ თითებს კლავიატურაზე და ძალიან საქმიანი და გადატვირთული ადამიანის ილუზიას ქმნი ??? )
დღევანდელი დღე თითქმის მთლიანად იმაზე ფიქრში დავხარჯე დამედო ახალი პოსტი და ბლოგერობა გამაგრძელებინა,თუ საერთოდ დამენებებინა თავი და თვეში ერთხელ შემომეხედა აქ და ლამაზი ნოსტალგია მეგრძნოახლა საწერად რომ დავჯექი,წარმოდგენა არ მაქვს რაზე შეიძლება ვილაპარაკო. ჩემი ძველი პოსტებიდან ძირითადად ყოველთვის მაღიზიანებდა რომ ოფიციალური წერის სტილი მქონდა. თან ჯერ ფურცელზე ვწერდი ხოლმე ყველაფერს და მერე გადმომქონდა ვორდში,მერე რამდენჯერმე გადავიკითხავდი,შევალამაზებდი,რამდენიმე ადამიანს წავაკითხებდი და ისე ვპოსტავდი. და თუნდაც ახლა ძალიან ცუდი გამოდგეს ეს პოსტი და კიდევ უფრო აშკარა გავხადო რომ წერას თითქმის გადავეჩვიე და ემოციური ფონი ხელს მიშლის დღიურს იქით რამე ნორმალურად ვწერო,ამ პოსტს ზუსტად ისე ვწერ ახლა როგორც დღიურს და არ ვფიქრობ გრამატიკულ შეცდომებზე,წინადადებების ლოგიკურობაზე ,სილამაზეზე,ჟღერადობაზე. წერის დამთავრების შემდეგ მაინც დავარედაქტირებ ოდნავ,მაგრამ მაინც დღიურის მსგავსი რამე გამოდის,რასაც თქვენ არ ვიცი და მე ძალიან ვაფასებ. ვახსენე წელს წერას გადავეჩვიე-მეთქი. ლიტერატურასაც ვეღარ/აღარ ვკითხულობ იგივე სიხშირით,რომელიც ჩემი იდეების წყაროა დღემდე,ამიტომ ახლა უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვფიქრობ,ვიდრე ზოგადზე,მაგალითად როგორც ბედნიერების მომნიჭებელი ობიექტები იყო. ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე,რომ რამე ახალ იდეაზე ვერ დავწერ ახლა,იმაზე უნდა ვილაპარაკო რაც უკვე ნაფიქრი მაქვს.
კონკრეტულად ადამიანების ინტერესებზე,გატაცებებზე,მოწოდებებზე... უამრავი რამე შეიძლება უწოდო მაგას. ყოველთვის მაღიზიანებდა ხოლმე როცა ადამიანის წარმატებულებას რომელიმე სფეროში ან თუნდაც ზოგადად ცხოვრებაში ნიჭს აწერდნენ. პრაგმატიკოსი იდეალისტი ვარ,ამიტომ მგონია,რაც აწყობს ადამიანს ზუსტად ის არის მართალი. ზოგადად ყველაფერი ხომ ჰიპოთეზაა და "...მხოლოდ ჩვენს რეალობაში ითვლება ნამდვილად" , მაგალითად ბანალური მაგალითი ნახევრად სავსე/ცარიელი ჭიქის შესახებ. ჭიქა ნახევრად ცარიელიცაა და სავსეც,მაგრამ მე მაწყობს რომ ნახევრად სავსე იყოს. უმეტესად. ნიჭი კიდევ მგონია რომ უმეტეს შემთხვევაში ინტერესია(მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც სადაც ვერ დასწამებ ინტერესს). მაგალითად მე შემიძლია ამ ბლოგს ისეთი სახე მივცე რომ პირი დააღოთ,არც ასეთი ბანალური თხრობის მანერა მქონდეს და სულ ლამაზ-ლამაზი წინადადებით გითხრათ სათქმელი და ეს სათქმელიც უფრო დამაფიქრებელი რამე იყოს ვიდრე ის რომ ნიჭი ინტერესი მგონია მე,და თქვენ ძალიან ჩვეულებრივად იფირებთ რომ მე ნიჭიერი ბლოგერი/მწერალი ვარ,უბრალოდ არ მაქვს ამის ინტერესი ჯერჯერობით. .. არც ისე ნიჭიერი მწერლის/ბლოგერის პოსტს კითხულობთ ახლა.

ყველაფერს ხომ აქვს თავის ახსნა,მაგალითად სასწაულს საბუნებისმეტყველო ახსნას გამოვუძებნით ( ამ ფაქტს ათეისტები ხშირად 'არგუმენტად' იყენებენ რაც ძალიან არ არის სწორი ) ან თუ ახლა,მომავალში აუცილებლად შეიძლება ახსნა. ადამიანებს კიდევ ჩვევაში გვაქვს აუხსნელი მოვლენების რაღაც ზე სიტყვებით დახასიათება. მაგალითად ნიჭიერად ვნათლავთ ხოლმე რომელიმე სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს. მოკლედ,მე არ მაწყობს ეგ ყველაფერი,და ვპოსტავ ახლა ამას. არ ვიცი რომელი ფოტო შევუსაბამო ასეთი სტილის პოსტს და ჩემი გადაღებულებიდან არც შეესაბამება არაფერი,უბრალოდ იმას ვადებ რომელიც ძალიან მიყვარს.