Sunday, April 29, 2018

არ ვიცი



30 აპრილს ერთი წელი შესრულდება რაც ეს ბლოგი შევქმენი და პირველი პოსტი დავდეგამახსენდა ეგ და გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი მომესწრო 1 წლამდე ( ვინმე შემომთავაზებდა 30 აპრილს დაგედო მეორეცო მაგრამ საშინლად შაბლონურია ) და რა თქმა უნდა იქამდე არ მოვიცალე საწერად სანამ ცოტაღა უკლდა 30 აპრილის შესრულებას
(00:01-ზე დედლაინი მქონდა,დედლაინამდე კიდევ უამრავი თავისუფალი დრო,მაგრამ რა ჯობია იმას 1 საათით ადრე რომ დაჯდები საწერად და თავგანწირულად აწკაპუნებ თითებს კლავიატურაზე და ძალიან საქმიანი და გადატვირთული ადამიანის ილუზიას ქმნი ??? )
დღევანდელი დღე თითქმის მთლიანად იმაზე ფიქრში დავხარჯე დამედო ახალი პოსტი და ბლოგერობა გამაგრძელებინა,თუ საერთოდ დამენებებინა თავი და თვეში ერთხელ შემომეხედა აქ და ლამაზი ნოსტალგია მეგრძნოახლა საწერად რომ დავჯექი,წარმოდგენა არ მაქვს რაზე შეიძლება ვილაპარაკო. ჩემი ძველი პოსტებიდან ძირითადად ყოველთვის მაღიზიანებდა რომ ოფიციალური წერის სტილი მქონდა. თან ჯერ ფურცელზე ვწერდი ხოლმე ყველაფერს და მერე გადმომქონდა ვორდში,მერე რამდენჯერმე გადავიკითხავდი,შევალამაზებდი,რამდენიმე ადამიანს წავაკითხებდი და ისე ვპოსტავდი. და თუნდაც ახლა ძალიან ცუდი გამოდგეს ეს პოსტი და კიდევ უფრო აშკარა გავხადო რომ წერას თითქმის გადავეჩვიე და ემოციური ფონი ხელს მიშლის დღიურს იქით რამე ნორმალურად ვწერო,ამ პოსტს ზუსტად ისე ვწერ ახლა როგორც დღიურს და არ ვფიქრობ გრამატიკულ შეცდომებზე,წინადადებების ლოგიკურობაზე ,სილამაზეზე,ჟღერადობაზე. წერის დამთავრების შემდეგ მაინც დავარედაქტირებ ოდნავ,მაგრამ მაინც დღიურის მსგავსი რამე გამოდის,რასაც თქვენ არ ვიცი და მე ძალიან ვაფასებ. ვახსენე წელს წერას გადავეჩვიე-მეთქი. ლიტერატურასაც ვეღარ/აღარ ვკითხულობ იგივე სიხშირით,რომელიც ჩემი იდეების წყაროა დღემდე,ამიტომ ახლა უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვფიქრობ,ვიდრე ზოგადზე,მაგალითად როგორც ბედნიერების მომნიჭებელი ობიექტები იყო. ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე,რომ რამე ახალ იდეაზე ვერ დავწერ ახლა,იმაზე უნდა ვილაპარაკო რაც უკვე ნაფიქრი მაქვს.
კონკრეტულად ადამიანების ინტერესებზე,გატაცებებზე,მოწოდებებზე... უამრავი რამე შეიძლება უწოდო მაგას. ყოველთვის მაღიზიანებდა ხოლმე როცა ადამიანის წარმატებულებას რომელიმე სფეროში ან თუნდაც ზოგადად ცხოვრებაში ნიჭს აწერდნენ. პრაგმატიკოსი იდეალისტი ვარ,ამიტომ მგონია,რაც აწყობს ადამიანს ზუსტად ის არის მართალი. ზოგადად ყველაფერი ხომ ჰიპოთეზაა და "...მხოლოდ ჩვენს რეალობაში ითვლება ნამდვილად" , მაგალითად ბანალური მაგალითი ნახევრად სავსე/ცარიელი ჭიქის შესახებ. ჭიქა ნახევრად ცარიელიცაა და სავსეც,მაგრამ მე მაწყობს რომ ნახევრად სავსე იყოს. უმეტესად. ნიჭი კიდევ მგონია რომ უმეტეს შემთხვევაში ინტერესია(მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც სადაც ვერ დასწამებ ინტერესს). მაგალითად მე შემიძლია ამ ბლოგს ისეთი სახე მივცე რომ პირი დააღოთ,არც ასეთი ბანალური თხრობის მანერა მქონდეს და სულ ლამაზ-ლამაზი წინადადებით გითხრათ სათქმელი და ეს სათქმელიც უფრო დამაფიქრებელი რამე იყოს ვიდრე ის რომ ნიჭი ინტერესი მგონია მე,და თქვენ ძალიან ჩვეულებრივად იფირებთ რომ მე ნიჭიერი ბლოგერი/მწერალი ვარ,უბრალოდ არ მაქვს ამის ინტერესი ჯერჯერობით. .. არც ისე ნიჭიერი მწერლის/ბლოგერის პოსტს კითხულობთ ახლა.

ყველაფერს ხომ აქვს თავის ახსნა,მაგალითად სასწაულს საბუნებისმეტყველო ახსნას გამოვუძებნით ( ამ ფაქტს ათეისტები ხშირად 'არგუმენტად' იყენებენ რაც ძალიან არ არის სწორი ) ან თუ ახლა,მომავალში აუცილებლად შეიძლება ახსნა. ადამიანებს კიდევ ჩვევაში გვაქვს აუხსნელი მოვლენების რაღაც ზე სიტყვებით დახასიათება. მაგალითად ნიჭიერად ვნათლავთ ხოლმე რომელიმე სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს. მოკლედ,მე არ მაწყობს ეგ ყველაფერი,და ვპოსტავ ახლა ამას. არ ვიცი რომელი ფოტო შევუსაბამო ასეთი სტილის პოსტს და ჩემი გადაღებულებიდან არც შეესაბამება არაფერი,უბრალოდ იმას ვადებ რომელიც ძალიან მიყვარს.