Saturday, February 8, 2020
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წერის სურვილი მიჩნდება და დღიურის ნაცვლად ჩემს საბეჭდ მანქანასთან მოვდივარ.
ბოლო დროს ხშირად მარტო ვარ და ვცდილობ გამოვიზოგო ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის რომ უფრო დიდხანს ვიყო მარტო.
ახლა საჭმელს ვაკეთებ და მიუხედავად იმისა რომ უბრალოდ კეთების პროცესს ვაგრძელებ და მთლიანად მე არ ვარ ამ ტოლმის შემქმნელი სიამაყეს და სიხარულს ვგრძნობ.
ჯერ კიდევ არ არის დღეები იმდენად გრძელი, სახლში ვარ ჩაკეტილი და ქარის ხმას ვუსმენ. ქარი ყვირის, სხვადასხვა მასალის სახურავებს ეხეთქება და ჩემს წარმოდგენაში ტალღებად გარდაიქმნება, ეს ტალღები აღწევს ჩემს სამზარეულოში და უცნაური ხმები მოაქვს.
ყვითელი შუქი ანათებს ჩემს სამზარეულოს, ქარის და წყლის დუღილის ხმაა.
მაგიდაზე "დჰარმის მაწანწალები" დევს, საჩუქარი.
Subscribe to:
Posts (Atom)