
ლელა,ვიცი რომ ვარღვევ ამ პირობებს მაგრამ რა ვქნა არ მეწერება ბოლო დროს ყოველდღიურად. 24 მაისია ახლა და რომში მივდივარ,8-ზე გავიღვიძე დღეს,საბოლოოდ ჩავლაგდი და ახლა ქუთაისის აეროპორტში ვარ.მეცინება მაგრამ რიკოთზე ქართული ესთეტიკა იგრძნობა ცოტათი.მომწონს და მახალისებს ეგეთობები.
ფანჯარასთან ვზივარ და რამდენიმე წუთში ავფრინდები
ჰაერში ვარ ! და ჯერ კიდევ ავდივართ და ავდივართ. 80 000 კილომეტრი ოღონდ ჰაერს მაღლა.
რა თქმა უნდა არ ვარ მაგ სიმაღლეზე მაგრამ მაღლა ვარ !რომში მივდიართ მხოლოდ ფლორენცია გადავიფიქრეთ,რომიდან იქ მგზავრობას დიდი დრო მიაქვს და არ გვაქვს ეგ დრო.
მოკლედ ასეთი ამბებია. თვალები მიჭრელდება ფანჯრიდან რომ ვიხედები და ახლა თან აქ ვწერ და თან ბრმა წერტილით ვხედავ ლურჯს და თეთრს.
ოდნავ როგორც კი ვაჩვევ თვალს ულამაზესია.
ახლა სურათებს ვიღებდი და ნელნელა სულ წაიშალა თეთრი ფერი. პატარა კუნძულებივით ჩანს ღრუბლები.კარგი სურათები გამოდის ჯერჯერობით,იმედია პირს არ შეიცვლიან ჩემი აპარატები.
უკვე სამმა თვითმფრინავმა ჩაგვიფრინა
"სტიუარდესა" გოგოები არ არიან ლამაზები. ბიჭი ნორმალურია მაგრამ საწყალია რაღაცნაირად. და ეს ბიჭი ახლა პარფიუმერიის რეკლამას აკეთებს.
და იცი რა არის უჩვეულო ახლა ?ვუყურებ ამ ტერიტორიას და ვერ ვიაზრებ ბოლომდე რომ ახლა რაღაც აბსოლუტურად უცხოს თავზე ვარ და 2 საათში თავზეც აღარ ვიქნები,ფეხს დავდგამ. ანუ ვერ ვიაზრებ რომ ეს თბილისი არ არის სადაც ბევრი ქუჩები ვიცი და მარშრუტები. 24 ნომერ ავტობუსში რომ ერთი ძაან ლამაზი გოგო ამოდის 7-ის წუთებზე და სულ ვაკვირდები იმ ქალაქში აღარ ვარ ახლა.არადა არ მეგონა თუ ასე ვიფიქრებდი. მაგრამ ახლა რომ ვიაზრებ რომ იქ სულ სხვა ამბები ტრიალებს,ისინი 'სხვა დროზე არიან',სხვა დროზე ან სხვა დროით ცხოვრობენ,უცნაურად ვგრძნობ თავს. მაგრამ სასიამოვნოდ უჩვეულოდ და არა უსიამოვნოდ უჩვეულოდ. ერთი სიტყვით სიახლის განცდაა.
ახლა ძალიან 'აფოფრილია' ღრუბლები.დაახლოებით როგორი განცდაა იცი ?
ნუ არა,დაახლოებითაც ვერ მივა მაგ განცდამდე,მაგრამ ჩემ საყვარელ SCI-FI მოთხრობებში რომ მიდიან ძალიან ზე პერსონაჟები მერკურზე ან ნეპტუნზე ან სადმე სხვა გალაქტიკაში.
ახლა რომ მახსენდება აზიმოვი როგორ აღწერდა ამას ( აზიმოვი ჩემთვის მეორე საი ფაი ავტორი იყო ) სულ ცოტათი მესმის პერსონაჟების. მე უცხო ქვეყანაში მივდივარ,ისინი კიდევ დღემდე უკაცრიელ პლანეტებზე.
და უცხო ქვეყანაში წასვლა ხომ ასეთი უცხო და აღმაფრთოვანებელია და პერსონაჟებს რა დაემართებოდათ ? რა კვალს დატოვებდა ადამიანის ცნობიერზე და მეხსიერებაზე მერკური და ვენერა? თავისი გრავიტაციის სხვაობებით და აირების შემცველობით.
მოკლედ ახლა უკეთ მესმის.
რამდენჯერაც მოვიცლი,სულ დავწერ ხოლმე.
ფანჯრის მინას ფანტელები მიეკრო მთვარე კიდევ ძალიან ლამაზია. აზიმოვი დაახასიათებდა კარგად.
სულ Son Lux-ს ვუსმენ და ამასობაში აღმოვაჩინე რომ ყველა საყვარელ მუსიკას ვერ მოუსმენ თვითმფრინავში. ზოგი ისმინება ცაში ზოგი ვერა.
https://www.youtube.com/watch?v=eeyKU8wGCd4