ყველა ადამიანს უჩვეულო საგანი,ადგილი,ადამიანი,ხედვა და მოგონება გააჩნია,რომელიც თავს ყველაზე ბედნიერ პერსონად თუ არა,იმის ღირსად მაინც აგრძნობინებს,რომ კვლავ დატკბეს,ამაღლდეს.
ეს ადგილი,ნივთი და მრწამსი ერთადერთია და მრავალი გაგებით უცნაურიც - შესაძლოა მეორე ადამიანში საპირისპირო გრძნობები გამოიწვიოს,რომლებიც ვერავითარ შემთხვევაში ასოცირდება ბედნიერებასთან.
თუმცა, ყველაზე გასაკვირი ის არის,რომ ე.წ. „ბედნიერების მომნიჭებელი ობიექტების“
არსებობა-რაობაში არასდროს ვართ ბოლომდე დარწმუნებულნი - არა მარტო სხვა ადამიანისთვის,არამედ ჩვენთვისაც ხშირად ძნელი დასაჯერებელია,რომ სევდა,ბრაზი,მარტოობა და სხვა გრძნობები,რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აკავშირებთ ბედნიერებასთან,იმაზე უფრო მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული მასთან და იმაზე უფრო დიდ მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენენ,ვიდრე ველოდით.
მაგალითად,რამდენ მხატვარს,ლიტერატორს,მუსიკოსს მიუძღვნია თავი გენიალური,კლასიკად ქცეული ხელოვნების ნიმუშისთვის,რომელმაც სხვადასხვა ეპოქის ქარტეხილებს გაუძლო და რომელშიც მხოლოდ დარდს,მარტოობას და მელანქოლიას ამოვიკითხავთ?
სამწუხაროდ,ასეთ ადამიანებზე ზერელედ ამბობენ,რომ ცხოვრებამ მათ მის ბნელ მხარეში ცხოვრება არგუნა, „მედლის მეორე მხარე დაანახა“.
თუმცა,ვფიქრობ,ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა დროის მონაკვეთი,რომელიც ცნობიერად თუ
არაცნობიერად ჩვენ ნება-სურვილს ემორჩილება და მხოლოდ იმიტომ არ არის მარადიული,რომ სიცოცხლეს აზრი ჰქონდეს.
იქნებ ცხოვრება ნაცრისფერ მინებიანი,იაფფასიანი სათვალეა,რომელსაც უკლებლივ ყველა ვატარებთ?
„ უხარისხობის გამო რომ გაბრმავებს და წინ მხოლოდ ერთ მეტრში ხედავ რა ხდება. თვალთახედვის არეს გივიწროვებს და შესაძლოა, რამოდენიმე ნაბიჯში მომავალი სხვა ადამიანი ისე მოულოდნელად შენიშნო რომ გაწევა ვეღარ მოასწრო და შეეჯახო“.
ამ მწერალს მანამ ვეთანხმებოდი,სანამ ერთ დეტალს არ შევამჩნევდი - ნაცრისფერი მხოლოდ იმიტომ
კი არ არის უნიკალური,რომ ჩემი საყვარელი ფერია,თუ თეთრს დადებით ფერად ჩავთვლით და შავს უარყოფითად მაშინ პინა ვერასდროს შეინარჩუნებს წონასწორობას და ნაცრისფერიც ხან თეთრის შემცველი მუქი ფერია ხან შავის შემცველი ღია.
მაგრამ თუნადც წონასწორობა არ დაირღვეს,სათვალე ყოველთვის ისეთია როგორიც ჩვენ გვინდა იყოს - იქნება ეს იაფფასიანი და ნაცრისფერ მინებიანი,ძვირადღირებული და ფერადმინებიანი,კვადრატული ფორმა ექნება თუ ვარსკვლავის, „შენი ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც შენ დაუშვებ რომ იყოს ის".

შე პატარა და თან დიდი გოგოვ, ძალიან მიყვარხარ <3
ReplyDeleteქრისტიი <3 მეც ძალიან მიყვარხარ <3
Deleteit was so good iam done :d
ReplyDeleteHey????
Delete