Sunday, June 10, 2018

გაცოცხლებული ლიტერატურა

სანამ ამბავს წაიკითხავდეთ,იცოდეთ რომ მე არ ვარ ის ბლოგერი რომელიც სწორ სიტყვებს ფლობს,ლამაზად ათამაშებს წინადადებებს და ისე ამბობს სათქმელს. ფურცელზე წერისასაც იგივე პრობლემა იჩენს თავს - ამბავს ყოველთვის ირიბი სიტყვებით ვყვები,ზუსტი მახასიათებელი კიდევ თითქოს ჩემს წინაა,მაგრამ მაინც ვერ ვწვდები. თუმცა არის ამაში  ერთი ძალიან კარგი რამ - ეს პრობლემა მეხმარება წერისას ადამიანები უკეთესად წარმოვიდგინო,მხოლოდ მე ხომ არ მაქვს ეს პრობლემა,და ამ სიტყვადაკარგულ ადამიანებთან ერთად ვეძებო ზუსტი მახასიათებლები,ისტორიის,საკუთარი თავის. თუმცა უფრო მეტად იმის საშუალებას მაძლევს ეს  პრობლემა, რომ წინადადებების კითხვისას ავტორის სახე გავფილტრო,და თვითონ იმ ადამიანს გავეცნო,წარმოვიდგინო როგორ იპოვის ნელნელა სწორ სიტყვებს და როგორი გახდება,საითკენ წაიყვანს თავის ცხოვრებას,განვითარების ყველა შესაძლებელი ვარიანტი ჩამოვაყალიბო გონებაში. ერთხელ ესეთი ამბავი გადამხდა თავს - მე ხომ დღიურები ძალიან მიყვარს,და შემთხვევით ვიღაცის პირადი დღიური ვიპოვე. რთულია კარგად დაწერილი დღიურის პოვნა,მაგრამ მე ძალიან მომეწონა რომ წარმოვიდგინე როგორ  შეიძლებოდა მისი ავტორი განვითარებულიყო. თან დღიურის პოვნა,თვითონ ფაქტი ძალიან ფილმურია,არა ? ფილმებიც ცოცხლდებიან ხოლმე. მაგრამ ახლა ლიტერატურის გაცოცხლებას უნდა შეესწროთ ფესტივალის დღეებში,და ეს იმიტომ მოვაყოლე ამბავს რომ მეთქვა - ძალაინ კარგ ამბავზე ვყვები ახლა,ლიტერატურიდან ამოღებულ,მაგრამ არც ისე კარგად დაწერილს. უბრალოდ ეს ამბავია,რისი მოწოდებაც მინდა, და 15 წუთში ამაზე უკეთესაც ვერ დავწერე. ძალიან მიყვარს ეს ისტორია



9 დღის წინანდელ ამბავს ვყვები -
პირველი ივნისია,გარეთ 30 გრადუსია,მე კიდე ვზივარ სახლში სიცხიანი და გადაღლილი. კვირას ფესტივალზე წასვლას ვგეგმავდი,დანარჩენი დღეები კიდევ არაფერი მქონდა საკეთებელი. დავძრწივარ ინტერნეტში და ბათუმის კატალოგი ამომიგდო ფბმ. შევდივარ და რას ვხედავ ? ლავკრაფტის სამივე წიგნი 22 ლარად,მხოლოდ დღეს,ერთი საათის განმავლობაში. შუადღე იყო და ვიფიქრე,არ გამომრჩეს დრო რომ  მოვასწრო გასვლა და ყიდვა მეთქი,6-ის მერე აღარ იქნებიან მეთქი. ეს რომ ხელმეორედ გამახსენდა,ექვსს უკლდა წუთები,და ჩემ თავზე გაბრაზებული,უცბად ავდექი,კურტკა ჩავიცვი და გავედი აწ უკვე ზაფხულის თვეს ქუჩაში. ტელეფონი სიჩქარეში დამავიწყდა,არც ვიცოდი მივუსწარი თუ ვერა,(ვერა) მაგრამ მაინც ვიკითხე,ლავკრაფტზე რომ აქცია გქონდათ კიდევ თუ არის თქო ძალაში. არაო,მარა დაიკიდე,მოგიტან სამივეს ახლავეო. მომიტანა ჩემი ნანატრი წიგნები,მე კიდევ ვერ გამოვხატავ რამდენად მადლიერი ვიყავი იმ ენერგიული და კეთილი უცნობის. ვაძლევდი ფულს,სამი ხუთ ლარიანი და უამრავი ხურდები მქონდა, 15 ლარი მივეცი და ხურდებს ვითვლი,ვითვლი და ვაძლევ,მერე მავიწყდება რამდენი მივეცი. მოვდივარ მადლიერი,სტენდებს ვათვალიერებ ზედაპირულად,ნაირ-ნაირი წიგნებია და უამრავი ლამაზი ბლოკნოტი,მაგრამ საშინლად მოთენთილი მაქვს და ყურადღებით ვერაფერს ვათვალიერებ. და როცა უკვე გაჩერებაზე ვდგავარ,სახლის გზაზე მომავალი,ავტობუსს ველოდები და რენდოლფ კარტერის ჩვენებას ვათვალიერებ - ყდას ვაკვირდები, მთარგმენელებს,დიზაინერებს,დასაწყისს ვკითხულობ და უცბად ვამჩნევ,რომ ჩემ წინ ერთი ბიჭი დგას და ინტერესით მიყურებს, ხან ერთ მხარეს გადახრის თავს წიგნის დასანახად ხან მეორე. როცა ტრანსპორტში,ქუჩაში ან სადმე ვიღაცას წიგნის ხელში ვხედავ,მეც იგივეს ვაკეთებ - სანამ კისერს არ მოვიმტვრევ მანამდე ვატრიალებ თავს რომ გავიგო რამენაირად რა წიგნია. გამეღიმა და ავწიე წიგნი და ყდაზე ვაჩვენე,ის კიდევ ზუსტად იგივენაირ მაიკას მაჩვენებს. ლავკრაფტის გადარეული ფანი და რამდენიმე მოთხრობის მთარგმნელი !
ასე ცოცხლდება ხოლმე ლიტერატურა ხანდახან

1 comment:

  1. ჩემო საყვარელო

    ReplyDelete